თავი მესამე
ევოლუციის უტოპიური მექანიზმები

დღესდღეობით ევოლუციის თეორია, რომელიც ახლა ნეოდარვინიზმის მოდელის სახელწოდებით უფრო არის ცნობილი, წარმოადგენს ორ ძირითად მექანიზმს, რომელთა მიხედვითაც თითქოს ვითარდება ცოცხალი ორგანიზმები: “ბუნებრივი შერჩევა” და “მუტაცია”. თეორიის ძირითადი თეზისი ასეთია: “ბუნებრივი შერჩევა და მუტაცია ის ორი მექანიზმია, რომლებიც ერთმანეთს ავსებს. ევოლუციური ცვლილებების წყარო არის შემთხვევითი მუტაცია, რაც ცოცხალ ორგანიზმს გენეტიკურ დონეზე ემართება. თვისებები, რომლებიც მუტაციის მიზეზად იქცევა, ბუნებრივი შერჩევის მექანიზმით ხდება და ასე და ამრიგად ხორციელდება ცოცხალი ორგანიზმების ევოლუცია”.

საკმარისია, უფრო ღრმად ჩავიხედოთ, რომ ეს თეორია, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად ლოგიკური და გამართულია, რომ დავრწმუნდეთ – იგი სრულიად მოკლებულია საღ აზრს, რადგან არც ბუნებრივი შერჩევა და არც მუტაცია სახეობათა ევოლუციას ხელს არ უწყობს.

ბუნებრივი შერჩევა

ბუნებრივი შერჩევის მექანიზმი ბიოლოგებისთვის დარვინამდეც იყო ცნობილი, როგორც ბუნებრივი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს სახეობათა სტაბილურობას და ამასთან, არ არღვევს მათ მთლიანობას. დარვინმა პირველმა წამოაყენა იდეა ამ პროცესის ევოლუციარ ძალაზე და მთელი თავისი თეორია ამ თეზისზე დააფუძნა. დარვინი ფუძემდებლური ნაშრომის სათაურიც მეტყველებს, რომ მან თავისი თეორიის საძირკველში სწორედ ბუნებრივი შერჩევის იდეა ჩადო: “სახეობათა წარმოქმნა ბუნებრივი შერჩევის გზით”.

თუმცა დარვინის დროიდან მოყოლებული დღემდე არ არსებობს არც ერთი მაგალითი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების ბუნებრივი შერჩევის გზით ევოლუციას ადასტურებდეს. საქვეყნოდ სახელგანთქმული ევოლუციონისტი, ინგლისის ბუნების მუზეუმის დირექტორი, პალეონტოლოგი კოლინ პატერსონი აღიარებს:

“ვერავინ შეძლო ახალი სახეობის ბუნებრივი შერჩევის წყალობით წარმოქმნა. ვერავინ ვერც კი მიუახლოვდა ამ ამოცანის განხორციელებას. დღესდღეობით, ნეოდარვინიზმის სწორედ ეს პრობლემა თეორიის ყველაზე საორჭოფო საკითხად გვევლინება”. 12

ბუნებრივი შერჩევა გულისხმობს იმ ცოცხალი ორგანიზმების გადარჩენას, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება არსებულ ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოს და მათი გაქრობა ამ პირობებთან შეუგუებლობის შედეგია. მაგალითად, ირმების ჯოგიდან, რომელსაც მტაცებელი გამოედევნება, გადარჩებიან ის ინდივიდები, რომლებიც უფრო სწრაფები და მოქნილები არიან. მაგრამ რამდენი ხანიც უნდა გრძელდებოდეს ეს პროცესი, ირმები სხვა სახეობის ცხოველებად ვერ იქცევიან. ირემი ისევ ირმად დარჩება. სხვა ყურით მოთრეული მაგალითების განხილვისას, რომლებსაც ევოლუციონისტები წარმოგვიდგენენ, როგორც “ბუნებრივი შერჩევის პროცესზე დაკვირვებას”, აგრეთვე დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი უფრო ფანტაზიების სფეროს განეკუთვნება.

სამრეწველო რევოლუციის პეპლები

ცნობილი ევოლუციონისტის დაგლას ფუტუიმას 1986 წელს გამოცემული წიგნი “ევოლუციის ბიოლოგია” აღიარებულ იქნა, როგორც ბუნებრივი შერჩევის თეორიის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო, რომელიც გასაგებად გვიხსნის ბუნებრივი შერჩევის მოძღვრებას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ფუტუიმას ამ თემაზე საუბრისას მოჰყავს, არის პეპლების პოპულაციის ფრთების გამუქება ინგლისში სამრეწველო რევოლუციის დროს.

სამრეწველო რევოლუციის პეპლები

სურათის კომენტარი:

ინგლისში სამრეწველო რევოლუციისდროინდელი პეპლები ევოლუციის თეორიის მიმდევართა საყვარელი მაგალითია, რასაც სახეობათა ბუნებრივი შერჩევის გამო სახეობათა ევოლუციონირების “უეჭველ” არგუმენტად ასახელებენ. თუმცაღა, ამ შემთხვევაში ძნელია ევოლუციაზე ლაპარაკი, რადგან შეფერილობის შეცვლას ახალი სახეობის პეპლების გაჩენა არ გამოუწვევია. სურათზე მარცხნივ ჩანს პეპლები სამრეწველო რევოლუციამდე, ხოლო მარჯვნივ – მას შემდეგ.

ინგლისში სამრეწველო რევოლუციის დაწყებამდე ქალაქ მანჩესტერის შემოგარენში ხეების ქერქი ღია ფერის იყო. ამის გამო მუქი შეფერილობის პეპლები, ამ ხეებზე დასხდომისას, ჩიტებისთვის იოლ ლუკმას წარმოადგენდნენ და ამით მათი გადარჩენის შანსი მცირდებოდა. თუმცა, 50 წლის შემდეგ რეგიონში მრეწველობის განვითარებამ გარემოს დაბინძურება გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, ხეების ქერქის შეფერილობა შეცვალა. და ამ შემთხვევაშიც ღია ფერის პეპლები ჩიტების იოლ ნადავლად იქცნენ.

ამის შედეგად, ღია ფერის პეპლების რაოდენობა შემცირდა, ხოლო ჩიტებისთვის შეუმჩნეველი მუქი პეპლების პოპულაციამ პირიქით, იმატა. ევოლუციონისტებმა ეს მაგალითი გამოიყენეს, როგორც მაგალითი იმისა, რომ გარემოს პირობების შესაბამისად პეპლებმა ფერი იცვალეს და ამრიგად, ევოლუცია განიცადეს. თუმცა ცხადია, რომ ეს მაგალითი ევოლუციის თეორიის დასადასტურებლად არ გამოდგება, რადგან შედეგად პეპლების ახალი სახეობა არ გაჩენილა. მუქი ფერის პეპლები სამრეწველო რეფორმებამდეც იყვნენ. შეიცვალა მხოლოდ ამ პეპლების რაოდენობა. მათ არ შეუძენიათ რამე ისეთი თვისება, რაც “სახეობის შეცვლას” გამოიწვევდა. იმისთვის, რომ პეპელა სხვა არსებად, მაგალითად, ჩიტად იქცეს, მის გენებში უნდა მოხდეს უთვალავი ცვლილება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პეპლების გენეტიკურ თავისებურებებს უნდა შეუერთდეს გენეტიკური პროგრამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჩიტების ფიზიკური თავისებურებების შესახებ.

ერთი სიტყვით, ბუნებრივი შერჩევა ვერ განაპირობებს სახეობათა ცვლილებას, ანუ არ შეესაბამება იმ “სახეს”, რომელიც ევოლუციონისტებმა შექმნეს. პეპლების მაგალითი, რაც ამ სფეროში ერთადერთი “არგუმენტია”, სამუდამოდ შერჩა ისტორიას, როგორც ინგლისში სამრეწველო რევოლუციისდროინდელი ზღაპარი.

შეუძლია ბუნებრივ შერჩევას კომპლექსურობის ახსნა?

ბუნებრივი შერჩევის მექანიზმმა ევოლუციის თეორიის “პროგრესს” ხელი ვერაფრით შეუწყო, რადგან ცხადი გახდა, რომ მოცემულ მექანიზმს არ შეეძლო გენეტიკური ინფორმაციის შეცვლა, ერთი სახეობის მეორე სახეობად გადაქცევა, ანუ ზღვის ფრინველის თევზად, თევზის – ბაყაყად, ბაყაყის – ნიანგად, ამ ნიანგის ფრინველად ქცევა.

ევოლუციის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე დამცველი სტეფან ჯეი გოულდი, “ნახტომისებური ევოლუციის” თეორიის შემქმნელი ასე აღიარებს ბუნებრივი შერჩევის მექანიზმის არაეფექტურობას:

“დარვინიზმის არსი ერთი წინადადებით შეიძლება გამოიხატოს: ბუნებრივი შერჩევა ევოლუციური ცვლილების მამოძრავებელი ძალაა. არავინ უარყოფს ბუნებრივი შერჩევის ნეგატიურ როლს, რომლის დროსაც ძლიერებისა და სუსტების შერჩევა ხდება, მაგრამ დარვინის თეორია “ყველაზე მეტად შემგუებლების” შექმნას ცდილობს”. 13

ევოლუციონისტების შეცდომა ისაა, რომ ცდილობენ, ეს მექანიზმი გონიერი კონსტრუქტორის როლში წარმოგვიდგინონ. მაგრამ ბუნებრივ შერჩევას არა აქვს გონი იმის განსასაზღვრად, რა არის კარგი ცოცხალი ორგანიზმებისთვის და რა – არა. ასე რომ, ბუნებრივი შერჩევით ვერ აიხსნება კომპლექსური წყობის მქონე სისტემებისა და ორგანოების წარმოშობა. ეს სისტემები და ორგანოები იქმნება ურთიერთდაკავშირებული ნაწილების ერთობლივი ქმედების შედეგად იქმნება და თუნდაც ერთი შემადგენელი ნაწილის არარსებობა, ან დეფექტი მათი ფუნქციის მოშლას იწვევს. ასეთ სისტემებს “გაუმარტივებადი კომპლექსურობა” ახასიათებს. მაგალითად, ადამიანის თვალის აგებულება არ შეიძლება იყოს იმაზე მარტივი, როგორიც ის არის, რადგან ამ ორგანოს რომელიმე ნაწილის არარსებობა მის არასრულფასოვან მუშაობას გამოიწვევს.

ბუნებრივ შერჩევას

გონიერ ძალას, რომელმაც ასეთი სისტემა შექმნა, უნდა გაეთვალისწინებინა მომავალი და მიზნად დაესახა ის სარგებლობა, რომლის მოტანაც მხოლოდ სრულქმნილ ფორმას შეუძლია. მაგრამ რადგან ბუნებრივი შერჩევა ის მექანიზმია, რომელსაც გონიერების ძალა არ გააჩნია, მას არ ძალუძს ამ აუცილებელი და სრულყოფილი მოდელის შექმნა. ეს ფაქტი ძირშივე სპობს ევოლუციის თეორიას, რაც ასე აშინებდა დარვინს, როცა წერდა:

“თუ შეუძლებელი გახდა მრავალრიცხოვანი თანმიმდევრული მცირე ცვლილებების შედეგად კომპლექსური ორგანოს შექმნა, ჩემს თეორიას კრახი ელის”. 14

ბუნებრივი შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ განთესავს სუსტ, დასახიჩრებულ ან არასრულყოფილ ინდივიდებს, რომლებიც გარემო პირობებს არ შეესატყვისებიან. მაგრამ ამ მექანიზმს არ ხელეწიფება ახალი სახეობის, ორგანოების ან ახალი გენეტიკური ინფორმაციის შექმნა, ანუ განვითარების (ევოლუციის) განპირობება. დარვინი დაეთანხმა ამ ჭეშმარიტებას, როცა ამბობდა:

“თუ სასარგებლო ცვლილებები არ არსებობს, ბუნებრივ შერჩევას ამ ვითარების შეცვლა არ შეუძლია”. 15

სწორედ ამის გამო გახდა იძულებული ნეოდარვინიზმი “პოზიტიური ცვლილებების მიზეზად” ბუნებრივ შერჩევასთან ერთად მუტაციის მექნიზმიც დაესახელებინა. ამ დროს მუტაცია მხოლოდ “ნეგატიური ცვლილებების მიზეზი” შეიძლება იყოს.

მუტაცია

dna, მუტაცია

მუტაცია არის ცვლილებები დნმ-ის იმ მოლეკულაში, რომელიც გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს და რომელიც ცოცხალი ორგანიზმის უჯრედის ბირთვშია გარეგანი ფაქტორების – მაგალითად, რადიაციის ან ქიმიური ზემოქმედების შედეგად. მუტაცია სპობს დნმ-ის მოლეკულის შემადგენელ ნუკლეოტიდებს ან უცვლის მათ ადგილმდებარეობას. ხშირ შემთხვევაში მუტაცია უჯრედში შეუქცევადი პროცესების მიზეზი ხდება. ამიტომაც მუტაცია, რომელსაც ევოლუციონისტები საფრად იყენებენ, სულაც არ გახლავთ ჯადოსნური კვერთხი, რომლითაც ცოცხალი ორგანიზმის სრულყოფა შეიძლებოდეს. ცხადია, რომ მუტაციის ზემოქმედება ყოველთვის ნეგატიურია. მუტაციური ცვლილებების შედეგი ნათლად ჩანს იმ ადამიანთა მაგალითზე, რომლებმაც რადიოაქტიური დასხივება მიიღეს ხიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვის, ან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის აფეთქების დროს. ათასობით დაღუპული ადამიანი, დასახიჩრებული, გასაცოდავებული არსებები...

მიზეზი მარტივია: დნმ-ის მოლეკულა მაღალორგანიზებული და რთული შემადგენლობის მქონე ნაწილაკია და მცირეოდენი შემთხვევითი ცვლილებაც კი ზიანს აყენებს. ამერიკელი გენეტიკოსი ბ. რანგანატანი ამას ასე ხსნის:

“მუტაცია უმნიშვნელო, შემთხვევითი და მავნე მოვლენაა. ის ძალზე იშვიათად ხდება და უკეთეს შემთხვევაში, უვნებელია. ეს ოთხი თავისებურება ცხადყოფს, რომ მუტაციას არ შეუძლია ევოლუციური ცვლილებების გამოწვევა. ორგანიზმში შემთხვევითი ცვლილებები მასზე ან უარყოფითად მოქმედებს, ან კვალს არ ტოვებს. ისე, როგორც მუდმივი დარტყმა საათზე ვერაფრით შეუწყობს ხელს მისი მექანიზმის სრულყოფას. ამით საათს ან გავტეხთ, ან არაფერს ვავნებთ. მიწისძვრას არასდროს მოქავს სარგებლობას ქალაქისთვის, მას მხოლოდ ნგრევის გამოწვევა შეუძლია”. 16

მუტაცია

მარცხნივ დაბლა – ბავშვი რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ რადიოაქტიური გამოსხივების ზონაში დაიბადა.

ადამიანზე მუტაციის უარყოფითი ზემოქმედების ზოგიერთი მაგალითი.

დღემდე დადებითი მუტაციის მაგალითი არავის უხილავს. პირიქით, მუტაციას ყოველთვის უარყოფით შედეგებამდე მივყავართ. ევოლუციონისტი უორენ უივი კომენტარს უკეთებს ანგარიშს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ატომური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული მუტაციის შემთხვევების გამოსაკვლევად შექმნილმა ატომური რადიაციის გენეტიკური შედეგების შემსწავლელმა კომისიამ გამოაქვეყნა:

“ბევრი სახტად დარჩება, როცა ევოლუციის პროცესის განუყოფელი ნაწილის – მუტაციის უარყოფით შედეგებს გაეცნობა. ნუთუ შესაძლებელია, ისეთი დადებითი მოვლენის, როგორიც სახეობის სრულყოფაა, იყოს შედეგი მუტაციისა, რომელიც, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მხოლოდ უარყოფითი ნიშნით მოქმედებს?!” 17

ევოლუციონისტების ყოველგვარი მცდელობა, შეექმნათ მუტაციის დადებითი ზემოქმედების პრეცედენტი, მარცხით დამთავრდა. ათწლეულების მანძილზე მათ მილიონობით ცდა ჩაატარეს ხილის ბუზებზე – დროზოფილებზე, რომლებიც იოლად ექვემდებარებიან მუტაციას. ვერც ერთმა ცდამ ევოლუციონისტებისთვის ესოდენ სასურველი დადებითი მუტაცია ვერ გამოავლინა.

ევოლუციონისტი გენეტიკოსი ამ ფაქტის შესახებ წერდა:

“სამოცი წელია, მთელი ქვეყნის გენეტიკოსები ამრავლებენ ბუზებს ევოლუციის დასამტკიცებლად. მაგრამ დღემდე არც ერთი სახეობა, არც ერთი ფერმენტი არ იქნა გამოყვანილი. და ეს ჭეშმარიტება ამ ხნის მანძილზე შეუმჩნეველი დარჩა”. 18

კიდევ ერთი მკვლევარი, მაიკლ პიტმანი ბუზებზე ჩატარებული ცდების წარუმატებლობას ასე ხსნის:

“უამრავმა გენეტიკოსებმა ბუზების მუტაციის აურაცხელი რაოდენობის ცდა ჩაატარა. მერე რა?! ამის შედეგად ადამიანი მიიღეს? სამწუხაროდ, ვერ მიიღეს. გენეტიკოსების მიერ გამოყვანილი ურჩხულებიდან მხოლოდ ზოგიერთმა განაგრძო არსებობა იმ კოლბების გარეთ, სადაც ისინი გამოიყვანეს. ბუზები, რომლებმაც მუტაცია განიცადეს, ან ცდის დროს დაიხოცნენ, ან დასახიჩრდნენ, ან ნაყოფიერება დაკარგეს”. 19

მუტაცია

მუტაციას მხოლოდ ზიანი და სიმახინჯე მოაქვს

მარცხნივ – ჯანსაღი დროზოფილი.
მარჯვნივ – დროზოფილი, რომელსაც რადიაციის ზემოქმედებით გამოწვეული მუტაციის შედეგად ფეხები თავზე აქვს.

იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის ორგანიზმის მიმართებით მუტაციის შედეგებზე. მუტაციის ნებისმიერი სახეობა ადამიანისთვის მავნებელია. სამედიცინო ლიტერატურაში ისეთი დაავადებები, როგორებიცაა მონღოლიზმი, დაუნის სინდრომი, ონკოლოგიური დაავადებები, ალბინიზმი, ჯუჯად დაბადება და გონებრივი თუ ფიზიკური ანომალიები მუტაციური ზემოქმედებით ხასიათდება. უდავოა, რომ პროცესი, რომელიც ასე ასახიჩრებს ადამიანებს, არ შეიძლება “ევოლუციის მექანიზმად” ჩაითვალოს.

მიზეზები, რის გამოც მუტაციას არ შეუძლია ევოლუციონისტთა მტკიცებულებების დადასტურება, შეიძლება სამ პუნქტად ჩამოყალიბდეს:

1. მუტაცია ყოველთვის მავნებელია.

იმის გამო, რომ მუტაცია სტიქიურია, ის თითქმის ყოველთვის აზიანებს ცოცხალ ორგანიზმს. ცოცხალი ორგანიზმის დალაგებულ, მოწესრიგებულ სტრუქტურაში ჩარევა მის დაშლას იწვევს. მეცნიერების ისტორია არ იცნობს “დადებითი მუტაციის” არც ერთ მაგალითს.

2. მუტაციის შედეგად დე-ენ-კას მოლეკულას ახალი ინფორმაცია

გენეტიკურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები დნმ-ის მოლეკულებში მუტაციის შედეგად იცვლის ადგილმდებარეობას, ზიანდება ან ისპობა. მაგრამ მუტაციას არ შეუძლია, ცოცხალ ორგანიზმში ახალი ორგანოს შექმნა ან ახალი თვისებების სეძენის ხელშეწყობა. ის შეიძლება მხოლოდ ანომალიური მოვლენების მიზეზი გახდეს. მაგალითად. როცა მუტანტს ფეხი ზურგზე აქვს გამობმული, ან ყური – მუცელზე.

3. იმისთვის, რომ მუტაცია მომდევნო თაობას გადაეცეს, აუცილებელია, ცვლილებები სასქესო უჯრედებში მოხდეს.

სხვა უჯრედებსა თუ ორგანოებში მომხდარი ცვლილებები მომდევნო თაობებს არ გადაეცემა. მაგალითად, ადამიანის თვალმა, რომელმაც რადიაციის, ან სხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად მუტაცია განიცადა, შეიძლება ფორმა შეიცვალოს, მაგრამ ეს მომდევნო თაობებს არ გადაეცემა.

ერთი სიტყვით, ცოცხალი ორგანიზმების ევოლუცია შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მისი განხორციელების მექანიზმი. თუ გათხრების შედეგად აღმოჩენილ ნამარხ ცხოველებს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ეს თითიდან გამოწოვილი სცენარი არც არასოდეს არსებულა.

literatura

12. Colin Patterson, "Cladistics", 4.III. 1982

13. Stephan Jay Gould, "The return of Hopeful Monsters", Natural History, T. 88, ivlisi-agvisto, 1997, gv. 28

14. Charles Darwin, The The Origin of Species: A Facsimile of the Firdt Edition, Harvard University Press, 1964, gv. 189

15. Charles Darwin, The The Origin of Species, gv. 177

16. B.C. Ranganathan, Origins, Pensylvania, The Banner of Truth Trust, 1988

17. Warren Weaver, "Genetic Effects of Atomic Radiation", Science, tomi 123, 1956 wlis 29 ivnisi, gv. 1159

18. Gordon R. Taylor, The Great Evolution Mystery, New York, Harper & Row, 1983, gv. 48

19. Michael Pitman, Adam and Evolution, London: River Pubisthing, 1984, gv. 70

გააზიარეთ
logo
logo
logo
logo
ჩამოტვირთვები
pdf
doc
pdf
თავები