თავი მეთოთხმეტე
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები: ევოლუციის თეორიის სასიცოცხლო სივრცე

იმან, რასაც აქამდე გავეცანით, ევოლუციის თეორიის სრული უსაფუძვლობა დაგვანახა. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს ამაზე და ევოლუციას მეცნიერულ ჭეშმარიტებად აღიქვამენ. ამ შეცდომის უმნიშვნელოვანესი მიზეზი პრესის მიერ ევოლუციის სისტემატური პროპაგანდაა. ამიტომაც ღირს, შევეხოთ პროპაგანდისა და შთაგონების ამ მექანიზმს. საკმარისია, ყურადღებით დავაკვირდეთ დღევანდელ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომ მათში ევოლუციის თეორიის გაძლიერებული პროპაგანდა აღმოვაჩინოთ. მრავალტირაჟიანი ჟურნალ-გაზეთები, მათ შორის სამეცნიერო გამოცემებიც, ევოლუციის თეორიას დიდ ადგილს უთმობენ. მათ მიერ გამოყენებული პროპაგანდის ხერხები ქმნიან ამ თეორიის უტყუარობის შთაბეჭდილებას. ბუნებრივია, რომ რიგითი ადამიანები, ამ მასალების გაცნობისას, ევოლუციის თეორიას ისეთივე ჭეშმარიტებად აღიქვამენ, როგორც რომელიმე ცნობილ მათემატიკურ კანონს. პრესის ამ გიგანტების ფურცლებზე გამოქვეყნებული ახალი ამბები მთელს მსოფლიოში ვრცელდება. აი, კლასიკური მაგალითები: ჟურნალი “Time” – “...აღმოჩენილია უმნიშვნელოვანესი ნამარხი ნაშთი, რომელმაც ევოლუციურ ჯაჭვში არსებული სიცარიელე შეავსო...” ან ჟურნალი “Natur”, სადაც მსხვილი შრიფტით წერია – “მეცნიერებმა გააშუქეს საკითხები, რომლებზეც აქამდე პასუხი არ არსებობდა...”. სინამდვილეში კი არ “...აღმოჩენილა არავითარი უმნიშვნელოვანესი ნამარხი ნაშთი, რომელმაც ევოლუციურ ჯაჭვში არსებული სიცარიელე შეავსო...”. ყველა ფაქტი გაყალბებულია, რაზეც ჩვენ წინა თავებში უკვე ვისაუბრეთ. თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარდა სხვა სამეცნიერო წყაროებს, ენციკლოპედიებს, ბიოლოგიის თემებზე დაწერილ წიგნებსა გადავხედავთ, ანალოგიურ სურათს დავინახავთ.

ერთი სიტყვით, პრესა და აკადემიური წყაროები, იმყოფებიან რა მატერიალისტთა კონტროლის ქვეშ, ევოლუციონისტების თვალსაზრისსა და ინტერესებს იცავენ და ყოველივე ამას ადამიანებს შთააგონებენ. ეს შთაგონება იმდენად ძლიერია, რომ დროთა ვითარებაში ევოლუციის თეორიას ტაბუ დაედო. ევოლუციის უარყოფა უკვე მეცნიერების წინააღმდეგ გალაშქრებას უდრიდა. ამ მიზეზით, 1950 წლიდან მოყოლებული დღემდე, მიუხედავად თეორიის წინააღმდეგობრიობრივი ხასიათის თვით ევოლუციონისტთა მიერ აღიარებისა, დღესაც კი მეცნიერულ წრეებსა და პრესაში თითქმის ვერ აღმოაჩენთ მასალას, რომელიც ევოლუციის თეორიას აკრიტიკებდეს.

ერთ-ერთი ევოლუციონისტი, დუგლას დევარი, ინდოეთის ფრინველთა სამყაროს გულდასმით შესწავლის მერე მივიდა დასკვნამდე, რომ სახეობები არ იცვლება.

იგი ხაზგასმით ლაპარაკობს ევოლუციისა და პრესის ურთიერთ კავშირზე:

“მხოლოდ ცოტას თუ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ევოლუციონისტები აკონტროლებენ. დღესდღეობით ჟურნალებში თითქმის ვერ შეხვდებით სტატიას, რომელიც ევოლუციის თეორიას ეჭვქვეშ აყენებდეს. რელიგიური ჟურნალების უმრავლესობაც კი მოდერნისტების, ანუ იმ ხალხის ხელშია, რომლებიც ადამიანის ცხოველებისგან წარმოშობის აზრს იზიარებენ... თუ განვაზოგადებთ, შეიძლება ითქვას, რომ პრესის სათავეში მდგომი რედაქტორები, ევოლუციას დამტკიცებულ ფაქტად თვლიან და მის ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელ და უვიც ადამიანებად მიიჩნევენ.” 154

ისეთი ჟურნალები, როგორებიცაა “Csientific American”, “Nature”, “Focus”, “Discover”, “National Geografic”, რომლებიც ავტორიტეტულლ აკადემიურ გამოცემებად ითვლება, ევოლუციის თეორიას ოფიციალურ იდეოლოგიად თვლიან და ცდილობენ, ის დამტკიცებული, უეჭველი ჭეშმარიტების სახით წარმოგვიდგინონ.

“ლამაზად” შეფუთული ტყუილი

ევოლუციონისტები კარგად იყენებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. ადამიანთა უმრავლესობა ისეა დარწმუნებული ევოლუციის არსებობაში, რომ არასდროს უჩნდება კითხვები “როგორ” და “რატომ”. ამიტომაც ევოლუციონისტებს, რომლებიც გაწაფულნი არიან ტყუილების ლამაზად შეფუთვაში, თავისუფლად შეუძლიათ, ნებისმიერი მონაჩმახი მეცნიერულ ფაქტად გაასაღონ.

მაგალითად, ევოლუციონისტების ყველაზე “მეცნიერულ” ნაშრომებშიც კი “წყლიდან ხმელეთზე ამოსვლის სტადია”, რაც თავისთავად ევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე ყრუ ჩიხია, ისე პრიმიტიულად არის ახსნილი, რომ ბავშვსაც კი ვერაფერში დაარწმუნებს. ევოლუციის თეორიის თანახმად, სიცოცხლე წყალში დაიბადა და პირველი ცხოველები თევზები იყვნენ. თეორიის თანახმად, რაღაც გაუგებარი გზით (!), ეს თევზები წყლიდან ხმელეთზე ამოვიდნენ! (უმრავლეს შემთხვევაში ამ გარემოებას გვალვებს “აბრალებენ”). ისევ და ისევ ამ თეორიის მიხედვით, იმ თევზებს, რომლებმაც წყალს ხმელეთი ამჯობინეს, რაღაც სასწაულით, ფარფლების ნაცვლად ფეხები გამოეზარდათ, ხოლო ლაყუჩების ადგილზე ფილტვები გაუჩნდათ.

ამტკიცებს რა ამ ყოვლად ამბიციური ვერსიის ჭეშმარიტებას, ევოლუციონისტთა უმრავლესობა არც კი ეხება იმას, თუ როგორ მოხდა ეს. ყველაზე “მეცნიერულ” წყაროებშიც კი ამ ვერსიის სრული უსაფუძვლობა იჩქმალება და ისმის მხოლოდ ლიტონი ფრაზა – “ცოცხალი ორგანიზმები წყლიდან ხმელეთზე ამოვიდნენ”.

საინტერესო კი ისაა, როგორ მოხდა ეს “ამოსვლა”? საყოველთაოდ ცნობილია, რომ თევზი უწყლოდ 1-2 წუთს თუ ძლებს. კიდევაც რომ დავეთანხმოთ გვალვის გამო თევზების წყლიდან ამოსვლის ვერსიას, წარმოიდგინეთ, იმ თევზებს რისი გადატანა მოუხდათ! პასუხი ნათელია – წყლიდან ამოსული თევზები ორიოდე წუთში დაიღუპებიან. დაიღუპება უკლებლივ ყველა თევზი! თუნდაც ეს პროცესი ათეული მილიონი წლის განმავლობაში გრძელდებოდეს, პასუხი მაინც იგივე დარჩება – ყველა თევზი დაიღუპება. დაიღუპება, რადგან ისეთი კომპლექსური ორგანო, როგორიც ფილტვია, არ შეიძლება “შემთხვევით”, ანუ მუტაციის შედეგად წარმოიქმნას.

ევოლუციონისტებს სულაც არ აღელვებთ, როგორ მოხდა თევზების ცხოველებად, მერე ფრინველებად და ადამიანებად გადაქცევა. საჭირო იყო და გადაიქცნენ! ხოლო წარმოქმნას ისეთი რთული ორგანოებისა, როგორებიცაა ყური და თვალი, ისინი საერთოდ გვერდს უვლიან.

სამწუხაროდ, გაუთვითცნობიერებული ადამიანი იოლად ეგება ევოლუციონისტთა ანკესზე. ეს სრულიად მარტივად ხდება – დახატეთ რამე სურათი, რომელიც თევზების წყლიდან ხმელეთზე ამოსვლას ასახავს, მოიგონეთ და მიაკუთვნეთ წყლის ცხოველს, მერე “გარდამავალ ფორმას” და ბოლოს მის “შვილიშვილს” რამე ლათინური სახელწოდება, მერე ლამაზად შეფუთეთ და ზედ დააწერეთ აშკარა სიცრუე: “Eusthenopteron ხანგრძლივი ევოლუციის პროცესში გადაიქცა ჯერ Rhipitidtisn Crossopteydian-ად, ხოლო შემდგომ Ichthyostega–დ”. ამის შემდეგ აიძულეთ რომელიმე თეთრ ხალხთში გამოწყობილი სათვალიანი მეცნიერი, საჯაროდ წარმოთქვას ეს სიტყვები. ამით ადამიანთა უმრავლესობას დაარწმუნებთ, რომ ნამდვილი მეცნიერი ხართ და ჭეშმარიტებას ღაღადებთ. იმიტომ, რომ პრესა, რომლის მთავარი მოვალეობა ხალხის მასებში ევოლუციონისტური იდეების გავრცელებაა, მეორე დღესვე სიხარულით ამცნობს თქვენს “აღმოჩენას” მსოფლიოს ხალხებს!

ევოლუციური ზღაპარი ვეშაპზე

მთელს მსოფლიოში ცნობილმა სერიოზულმა ჟურნალმა “National Geografic” ერთ-ერთ თავის ნომერში ვეშაპის ევოლუციის გამაოგნებელი ვერსია გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევოლუციონისტთა ნებისმიერ მონაჩმახს შეუძლია პრესის ფურცლებზე გზის გაკვლევა:

“ვეშაპები გაჩნდნენ 60 მილიონი წლის წინ, როცა ბალნით დაფარულმა ძუძუმწოვრებმა საკვების ძებნაში ზღვაში შეცურეს. საუკუნეთა განმავლობაში ამ ოთხფეხა ძუძუმწოვრებში ცვლილებები მოხდა – გაუქრათ უკანა კიდურები, წინა კიდურები კი ფარფლებად ექცათ; ბალანი დასცვივდათ, კანი გაუსქელდათ, დაურბილდათ და ვეშაპისდარი გაუხდათ, ნესტოები კინკრიხოზე მოექცათ, კუდი გაუფართოვდათ, ხოლო სხეული წყალში თანდათანობით გაეზარდათ და უზარმაზარი გაუხდათ.” 1

არ არსებობს არც ერთი მეცნიერული ფაქტი, რომელიც ვეშაპების გაჩენის ამ ვერსიას საფუძვლად დაედებოდა. არ არსებობს, რადგან ასეთი პროცესის შესაძლებლობას ბუნების ყველა კანონი გამორიცხავს. “National Geografic” –ში გამოქვეყნებულმა ამ ზღაპარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, სადამდე შეიძლება დაეშვას ევოლუციონისტების ერთ-ერთი ყველაზე “სერიოზული და პატივცემული” გამოცემა.

literatura

1. Victor B. Scgeffer, “Exploring the Lives of Whales”, National Geografic, tomi 50, 1976 wlis dekemberi, gv. 752.

literatura

154.Duglas Dewar, "adamiani gansakuTrebuli arsebaa", 103-104

გააზიარეთ
logo
logo
logo
logo
ჩამოტვირთვები
pdf
doc
pdf
თავები