თავი მეშვიდე
ევოლუციონისტთა ყალბი კომენტარები ნამარხი ცხოველების კვლევის მონაცემებთა გარშემო

ევოლუციონისტთა ყალბი კომენტარები ნამარხი ცხოველების კვლევის მონაცემებთა გარშემო

სტივენ სტენლის (Steven M.Stanley) ნახატი

მორის უილსონის (Mourice Wilson) მიერ შესრულებული ნახატი

სანამ ადამიანის ევოლუციის შესახებ ლეგენდის დეტალებს განვიხილავდეთ, შევეხოთ პროპაგანდის იმ ხერხებს, რომელთა შედეგადაც საზოგადოების ძირითადი ნაწილი დაეთანხმა ნახევრადმაიმუნ-ნახევრადამიანის არსებობის აზრს. პროპაგანდის ეს მეთოდი არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძველზე “რეკონსტრუქციის” ხერხს ეყრდნობა. რეკონსტრუქცია ნიშნავს თუნდაც ერთი ძვლის მიხედვით ცხოველის აღდგენა ნახატის ან მაკეტის სახით. მაიმუნადამიანის სახე, რომელიც ალბათ გაზეთებში, ჟურნალებში ან ფილმებში გინახავთ, რეკონსტრუქციის შედეგადაა შექმნილი. უმეტეს შემთხვევაში გაქვავებული ნაშთები არასრულია და აქეთ-იქით არის მიმოფანტული და ამიტომ მათ საფუძველზე რამე დასკვნის გამოტანა იგივეა, რაც სიზმრების ახსნა. ამ მიზეზით, ამ ნაშთების მიხედვით ჩატარებული რეკონსტრუქციები ევოლუციის იდეოლოგიის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული. ჰარვარდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი დევიდ პილბიმი ამ ფაქტს ასე აფასებს:

“პალეოანთროპოლოგიის სფეროში თეორია მუდამ სჯაბნიდა უტყუარ ფაქტებს.” 54

რეკონსტრუქციის მიზანია ადამიანთა ვიზუალურ აღქმაზე ზემოქმედებით, რაც აღქმის ყველაზე იოლი ფორმაა, დაარწმუნონ ისინი ამ ცხოველთა ოდესღაც არსებობაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძვლების ნაშთების კვლევისას კონკრეტული ობიექტის მხოლოდ საერთო მონახაზი შეიძლება გამოვლინდეს. ობიექტის თავისებურებების უფრო დაწვრილებითი განსაზღვრისთვის აუცილებელია რბილი ქსოვილები, რომლებიც გაცილებით სწრაფად იშლება. ევოლუციის მიმდევარს თავისუფლად შეუძლია მისცეს რბილ ქსოვილს თავისთვის სასურველი ფორმა. ერნსტ ა.ჰუტენი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ამ ვითარებას ასე განმარტავს:

სამი სხვადასხვა ნახატი, რომლის შესრულებისას ერთი და იგივე თავის ქალა იქნა გამოყენებული:

ევოლუციონისტთა ყალბი კომენტარები ნამარხი ცხოველების კვლევის მონაცემებთა გარშემო

ნახატი, რომელიც გაზეთ “Sunday Times”-ში 1964 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა

მორის უილსონის მიერ შესრულებული ნახატი (Mourice Wilson)

ნ. პარკერის (N. Parker) მიერ შესრულებული ნახატი რომელიც ჟურნალ “National Geographic”-ის 1960 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა

“რბილი ქსოვილების აღდგენა ფრიად სახიფათო წამოწყებაა. ისეთ ორგანოებს, როგორებიცაა ტუჩები, თვალები, ყურები ან ცხვირი, მასთან მდებარე ძვალთან არაფერი აკავშირებს. ესე იგი, თქვენ ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ, ნეანდერტალელის თავის ქალა რომელიმე მაიმუნის ან ფილოსოფოსის თავის ქალას მიამსგავსოს. ასეთი სახის აღდგენებს, რაც ძველისძველი ადამიანების ნაშთების საშუალებით ხდება, თითქმის არავითარი სამეცნიერო ღირებულება არ გააჩნიათ და ხალხთა მასების მართვისთვის გამოიყენება. ამიტომ მათი ნდობა არ ღირს.” 55

ძველისძველი ადამიანის გარეგნული იერსახის რეკონსტრუქციისას ევოლუციონისტები იმდენად შორს მიდიან, რომ შეუძლიათ, ერთი და იგივე თავის ქალას ორი-სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სახე მიუსადაგონ. ავსტრალოპითეკ რობუსტუსის (Australopithecus robustus ანუ Zinjanthropus) თავის ქალა მათი იერსახის რეკონსტრუქციისთვის იქნა გამოყენებული და ერთი და იგივე თავის ქალის საფუძველზე სამი სხვადასხვა რეკონსტრუქცია შეიქმნა. რაც, თავისთავად, ცხადად ადასტურებს, რომ ევოლუციონისტთა მიერ წარმოდგენილი “მტკიცებულებები” თითიდან არის გამოწოვილი. ნამარხების სუბიექტური შეფასებები და მითური რეკონსტრუქციებით გატაცება ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ზომებს მიაღწია ევოლუციონისტთა ფალსიფიკაციის მცდელობებმა. ეს მაგალითი ერთ-ერთია იმ აურაცხელ უხეშ ნაყალბევს შორის, რომელთაც ევოლუციონისტები თავიანთი თეორიის ქმედითუნარიანობის “დასამტკიცებლად” იყენებენ.

გამოგონილი ნახატები

ევოლუციონისტთა ყალბი კომენტარები ნამარხი ცხოველების კვლევის მონაცემებთა გარშემო
ევოლუციონისტთა ყალბი კომენტარები ნამარხი ცხოველების კვლევის მონაცემებთა გარშემო
ევოლუციონისტთა ყალბი კომენტარები ნამარხი ცხოველების კვლევის მონაცემებთა გარშემო

თავიანთი თეორიის უტყუარობის დასასაბუთებლად ევოლუციონისტები ადამიანის იერსახეს შეგნებულად აძლევდნენ ისეთ ფორმებსა და თავისებურებებს, რაც მათთვის იყო ხელსაყრელი და რომლებიც ნამარხ ნაშთებში არ რჩება. ასეთებია, ცხვირისა და ტუჩების ფორმა, თმა და ვარცხნილობა, წარბების მოყვანილობა. მეტიც, მათ მიერ გამოგონილი ეს არსებები გამოსახული არიან ოჯახურ წრეში, ნადირობისას და ყოველდღიური ცხოვრების სხვა მომენტებში. თუმცა, ეს ნახატები მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. არ არსებობს უძველესი დროის ადამიანის არც ერთი ნამარხი, რომელიც ევოლუციონისტთა ამ რეკონსტრუქციებს დაამტკიცებდა.

literatura

54.David Pilbeam, "Rearranging Our Family Tree", Natur, 1978 wlis ivnisi, gv. 40

55.Earnest A.Hooton, Up From The Ape, New York, McMillan, 1931, gv. 332

გააზიარეთ
logo
logo
logo
logo
ჩამოტვირთვები
pdf
doc
pdf
თავები