თავი მეთორმეტე
ევოლუციონისტთა მცდარი დასკვნები

წინა თავებში ჩვენ გავაანალიზეთ ევოლუციის თეორიის მცდარობა პალეონტოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის უახლესი მიღწევების შუქზე. ამ თავში ჩვენ გავეცნობით ევოლუციონისტთა მიერ თავიანთი თეორიის უტყუარობის დამტკიცების მიზნით მოყვანილ ბიოლოგიურ ცნებებსა და მოვლენებს. ამ საკითხების განხილვა აუცილებელია ორი მიზეზის გამო: პირველ ყოვლისა, ისინი ცხადყოფს ევოლუციის თეორიის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობას და მეორეც, გვაჩვენებს, თუ რა გაყალბებასა და ოინებს მიმართავენ ისინი თავიანთი პოზიციის გასამყარებლად.

ვარიაციები და სახეობათა შორის გადაულახავი საზღვრები

ტერმინი ვარიაცია გენეტიკაში გამოიყენება და სახეცვლილებას ნიშნავს. სწორედ გენეტიკური მოვლენებია მიზეზი იმისა, რომ სახეობის ცალკეული ინდივიდები ან მათი ჯგუფები განსხვავებული თავისებურებებით გამოირჩევიან. მაგალითად, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი პრაკტიკულად ერთნაირი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია, თუმცა, არსებული ვარიაციული პოტენციალის ძალით ზოგი ვიწროთვალებაა, ვიღაც ქერაა, ვიღაცას ცხვირი ჩვეულ;ებრივზე უფრო გრძელი აქვს, ვიღაც მაღალია და ვიღაც – დაბალი. თავიანთი აზრის დასაბუთებისთვის ევოლუციონისტები სწორედ ამ ვარიაციებს იყენებენ. თუმცა, ეს ვარიაციები თეორიას ვერაფრით ეხმარება, რადგან ისინი წარმოიქმნება უკვე არსებული გენეტიკური ინფორმაციის ფარგლებში. ეს ფარგლებში გენეტიკაში “გენოფონდად” იწოდება. ცალკეული სახეობის გენოფონდში თავმოყრილი ყველა თავისებურება, სხვადასხვა ფორმებში სწორედ ვარიაციების წყალობით გამოვლინდება. მაგალითად, ვარიაციის შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ცალკეული სახეობის ქვეწარმავალს შეიძლება ჩვეულებრივზე გრძელი კუდი ჰქონდეს, ან ის, რომ ზოგიერთ მათგანს მოკლე კიდურები ჰქონდეს. და ეს იმიტომ ხდება, რომ ინფორმაცია გრძელ კუდზე ისევე, როგორც მოკლე კიდურებზე, გენოფონდში უკვე არსებობს. თუმცა, ვარიაციას არ ძალუძს ქვეწარმავალთა ნივთიერების ცვლის შეცვლა, მათთვის ბუმბულის შესხმა, შემდეგ ფრთების გამოსხმა და საბოლოოდ, მათი ფრინველებად “გარდაქმნა”. რადგანაც, ასეთი სახეცვლილებისთვის აუცილებელია გენეტიკური ინფორმაციის საფუძვლიანი შეცვლა და გაზრდა, რაც, თავის მხრივ ვარიაციისთვის არ გამოდგება. თავისი თეორიის წამოყენების დროისთვის დარვინმა ეს ფაქტი არ იცოდა და ვარაუდობდა, რომ ვარიაციას საზღვრები არ ჰქონდა. 1844 წელს ერთ-ერთ თავის ნაშრომში იგი აღნიშნავდა:

“ბევრი მეცნიერი აღიარებს ვარიაციების შეზღუდულობას, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერც ერთ კონკრეტულ მიზეზს, რის საფუძველზეც შეიძლებოდა ეს ვარაუდი გამოთქმულიყო.” 128

თავის წიგნში – “სახეობათა წარმოშობა” მან თავისი თეორიის უტყუარობის საბუთად სხვადასხვა ვარიაციის მაგალითები მოიყვანა. დარვინის აზრით, მაგალითად, მეცხოველეებს, რომლებსაც ძროხების სხვადასხვა ვარიაციით შეჯვარების გზით უფრო მაღალპროდუქტიული ჯიშები გამოჰყავთ, საბოლოოდ ცხოველის სხვა სახეობა უნდა გამოეყვანათ. დარვინის იდეამ “უსაზღვრო სახეცვლილების” შესახებ თავისი ასახვა “სახეობათა წარმოშობა”-შიც ჰპოვა:

ვეშაპები დათვებისგან წარმოიშვნენ?!..

ვეშაპები დათვებისგან წარმოიშვნენ?

]თავის წიგნში “სახეობათა წარმოშობა”, ჩარლზ დარვინი ამტკიცებს, რომ ვეშაპები იმ დათვების ევოლუციის შედეგად წარმოიშვნენ, რომლებიც ცდილობდნენ, ცურვა ესწავლათ! ეს მტკიცება იმ მოსაზრებაზეა დაფუძნებული, რომ სახეობის შიდა ცვლილებებს დარვინი უსასრულო პროცესად მიიჩნევდა. თანამედროვე მეცნიერებამ უარყო ეს სცენარი, რომელიც მხოლოდ მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია.

“ვერ ვხედავ ვერავითარ სირთულეს იმაში, რომ დათვის რომელიმე ჯიშმა, ბუნებრივი შერჩევის წყალობით შეიძინოს წყალში ბინადრობის თავისებურებები, რის შედეგადაც მას გაეზარდოს ყბები და ბოლოს, უზარმაზარ ვეშაპად გადაიქცეს.” 129

დარვინის ესოდენ თავხედური მტკიცების მიზეზი იმ დროისთვის გაბატონებული მეცნიერებაზე პრიმიტიული შეხედულებებია. თანამედროვე მეცნიერებამ კი ცხოველებზე ანალოგიურ ხდებზე დაყრდნობით გენეტიკური მუდმივობის პრინციპი შეიმუშავა. ეს პრინციპი გადაულახავ მიჯნას ავლებს ცოცხალ არსებათა სახეობებს შორის და შეუძლებელს ხდის სახეობის გარდაქმნას სხვა ვარიაციების გამოყვანით. ანი მეცხოველეები, ძროხების სხვადასხვა ვარიაციის ერთმანეთთან შეჯვარებით, ვერასდროს შეძლებენ სხვა სახეობის ცხოველის გამოყვანას. აი რას წერს ამის შესახებ ნორმან მაკბეთი, რომელმაც დარვინიზმი გააცამტვერა თავის წიგნში “Darwin Retried”:

“პრობლემის არსი არის ის, აქვთ თუ არა ცოცხალ არსებებს “უსასრულო” ვარიაციის უნარი... სახეობები არასდროს იცვლებიან. ჩვენთვის ცნობილია, რომ მცენარეთა და ცხოველთა სხვადასხვა გამოყვანილი სახეობის განვითარება გარკვეულ მომენტამდე გრძელდება, მერე კი ისინი თავიანთ პირვანდელ სახეს უბრუნდებიან.” 130

ცხოველთა სელექციის დარგში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სპეციალისტმა ლუთერ ბურბანკმა ეს ფაქტი შემდეგნაირად გამოხატა:

“ცოცხალი ორგანიზმის ცვლილებების ალბათობის გარკვეული ზღვარი არსებობს. სწორედ ეს კანონი ინახავს ცოცხალი ორგანიზმების უცვლელობას განსაზღვრულ ფარგლებში.” 131

დანიელი მეცნიერი ე. ლ. იოჰანსენი კი აღნიშნავს:

“ვარიაციები, რასაც ასე დაჟინებით უსვანდა ხაზს დარვინი, სინამდვილეში მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე არსებობს და ამიტომაც არ შეიძლება “მუდმივი ცვლილების” (ევოლუციის) მიზეზი იყოს.” 132

რეზისტანტულობა ანტიბიოტიკების მიმართ და იმუნიტეტი დდტ-ს მიმართ ევოლუციის დამამტკიცებელი საბუთი არ არის

ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ მოჰყავთ ზოგიერთი ბაქტერიის რეზისტანტულობის (მდგრადობის) უნარი ანტიბიოტიკების მიმართ და ზოგიერთი მწერის იმუნიტეტი დდტ-ს მიმართ. ევოლუციონისტების მტკიცებით, მდგრადობისა და იმუნიტეტის მექანიზმები ზემოთაღნიშნული ნივთიერებების ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედებით გამოწვეული მუტაციის შედეგად.

ამ დროს, ზოგიერთი ბაქტერიისა და მწერის ეს უნარი სულაც არ არის ანტიბიოტიკებისა და დდტ-ს ზემოქმედების შედეგი, რადგან ეს ცოცხალი ორგანიზმები წინათაც გამოირჩეოდნენ ამ თავისებურებით. ჟირნალი “Scientific American”, მიუხედავად თავისი ევოლუციონისტური მიმართულებისა, აღიარებს:

“ბაქტერიების უმრავლესობაში ჯერ კიდევ ანტიბიოტიკების გამოყენებამდე იყო ჩადებული მდგრადობის გენი. მეცნიერებმა არ იციან ამ გენების გაჩენისა და არსებობის მიზეზი.” 133

როგორც ხედავთ, მდგრადობის გენეტიკური კოდის არსებობა ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე არის ფაქტი, რომლის ახსნა ევოლუციონისტებს არ ძალუძთ და რომელიც საფუძველს აცლის ვარაუდს მათი ევოლუციის შესახებ. ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიის არსებობაზე მოგვითხრობს სერიოზული ჟურნალი “medical Tribune” 1988 წლის 29 დეკემბრის ნომერში და საინტერესო მაგალითი მოჰყავს: 1986 წელს ჩატარებული ექსპედიციის დროს ნაპოვნი იქნა 1845 წელს ავადმყოფობით გარდაცვლილი პოლარული ექსპედიციის წევრთა გვამები.

ამ გვამების შესწავლისას აღმოჩნდა რამდენიმე სახის ბაქტერია, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში იყო გავრცელებული. ამ ბაქტერიების ანალიზის შედეგად, ყველასდა გასაოცრად, მათ მეოცე საუკუნეში აღმოჩენილი თანამედროვე ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა აღმოაჩნდათ. 134 თავის მხრივ, მდგრადობის თვისება მრავალი სახის ბაქტერიაში პენიცილინის აღმოჩენამდე მედიცინაში აღიარებული ფაქტია. მაშასადამე, ბაქტერიების მდგრადობის ევოლუციური პროცესის შედეგად მიჩნევა შეცდომაა. კარგი, მაგრამ სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც “ბაქტერიების მიერ იმუნიტეტის შეძენად” იწოდება?

ბაქტერიების რეზისტანტულობა ანტიბიოტიკების მიმართ

ბაქტერიების სხვადასხვა სახის ბაქტერიებში უამრავი ვარიაცია (სახესხვაობა) არსებობს. ამ ვარიაციების ნაწილში ჩადებულია გენეტიკური ინფორმაცია, რაც მათ ზოგიერთი პრეპარატის მიმართ მდგრადობას ანიჭებს. ამა თუ იმ პრეპარატის ზემოქმედებით ის ვარიაციები, რომელთაც მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნიათ, იღუპებიან. სხვები კი განაგრძობენ არსებობას და გამრავლების საშუალებასაც ინარჩუნებენ. რაღაც დროის შემდეგ, დაღუპული ბაქტერიების ადგილს სწრაფად გამრავლებული მდგრადი ბაქტერიები იკავებენ, რომლებიც შემდგომ მთელ კოლონიებს ქმნიან. ძველი პრეპარატი მათ უკვე ვერაფერს დააკლებს. თუმცა, ბაქტერიის სახეობა იგივე სახეობად რჩება.

თუ ყურადღებით დავუკვირდებით, აქ, ევოლუციონისტთა მტკიცების საპირისპიროდ, რაიმე “ევოლუციური პროცესი” საერთოდ არ შეინიშნება. ანტიბიოტიკისადმი არამდგრადი ბაქტერია პრეპარატის ზემოქმედების შედეგად მუტაციას განიცდის და იძენს რა ახალ გენეტიკურ ინფორმაციას, მდგრად ბაქტერიად იქცევა. ესე იგი, ერთი, არამდგრადი ბაქტერია ისპობა და იცვლება მისი მდგრადი სახესხვაობით. და ეს ბატერიები თავიდანვე თანაარსებობდნენ ერთი სახეობის ფარგლებში. ეს სულაც არ ნიშნავს ახალი სახეობის წარმოქმნას, ანუ “ევოლუციას”. აქ მხოლოდ ერთ-ერთი ვარიაციის გადაშენება ხდება, რაც თავისთავად “ევოლუციის” სრულიად საპირისპირო პროცესია.

მწერების იმუნიტეტი დდტ-ს მიმართ

ევოლუციონისტებს, მათი თეორიის დამამტკიცებელ მეორე საბუთად მწერების დდტ-ს მიმართ იმუნიტეტი მოჰყავთ. ამ ფენომენის განვითარება ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტანტულობის მსგავსად ხდება.

მსგავსი “იმუნიტეტის” შეძენაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან ზოგიერთ მწერს ის თანდაყოლილი აქვს. დდტ-ს გამოგონების შემდეგ ის მწერები, რომლებსაც ეს იმუნიტეტი არ ჰქონდათ, ამ ქიმიკატის ზემოქმედებით დაიღუპნენ. მცირერიცხოვანი გადარჩენილი ინდივიდები კი თანდათანობით გამრავლდნენ. შედეგად, მწერების იგივე სახეობა უკვე მხოლოდ დდტ-სადმი მდგრადი ინდივიდებისგან შედგებოდა და დდტ ამ სახეობას ვეღარ ერეოდა. ხალხმა ეს ფენომენი ასე ახსნა: “მწერებს დდტ-ს მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ.”

ბიოლოგი ევოლუციონისტი ფრანცისკო აიალა კი ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიარებს:

“ადამიანის მიერ მავნე მწერების მოსასპობად გამოგონებული ნაირგვარი შხამქიმიკატის გამოყენების პროცესში გაირკვა, რომ იმუნიტეტი, რომელიც ამ სახეობის სხვადასხვა ვარიაციაში გამომჟღავნდა, იქამდეც არსებობდა.” 135

ევოლუციონისტები, რომლებმაც მშვენივრად იციან, რომ ადამიანთა უმეტესობას საშუალება არა აქვს, მიკრობიოლოგია შეისწავლოს და ცდები ატაროს, ჩვენს მიერ განხილული რეზისტანტულობისა და იმუნიტეტის შემთხვევების შეფასებისას აშკარა ფალსიფიკაციას მიმართავენ. და პრესაში გამოსვლისას ეს მაგალითები ევოლუციის თვალსაჩინო მაგალითებად მოაქვთ. თუმცა, სრულიად ცხადია, რომ არც ბაქტერიების რეზისტანტულობა ანტიბიოტიკების მიმართ და არც მწერების იმუნიტეტი დდტ-ს მიმართ არანაირ არგუმენტებად არ გამოდგება ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ. ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს, თუ რა ხერხებს მიმართავენ ევოლუციონისტები, ოღონდ კი გაამართლონ თავიანთი თეორია და ჩაძირვას გადაარჩინონ.

სისულელე ატროფირებულ ორგანოებზე

ერთ-ერთი საბუთი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე საპატიო ადგილი ეჭირა ევოლუციონისტურ გამოცემებში, და მისი მცდარობის დადგენის შემდეგ იქიდან გამქრალი, იყო ეგრეთ წოდებული, “ატროფირებული ორგანოები”. თუმცა, ევოლუციონისტთა ერთი ნაწილი ატროფირებულ ორგანოებს დღესაც მიიჩნევს ევოლუციის არსებობის მნიშვნელოვან მტკიცებულებად და ცდილობს, ღირსეულად წარმოადგინოს.

ატროფირებულ ორგანიებზე ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო ლაპარაკი. ამ მოსაზრების თანახმად, ცოცხალი არსებების ორგანიზმში არის ისტორიული წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული ორგანოები, რომლებიც დროთა განმავლობაში გადაგვარდა ფუნქციების დაკარგვის გამო.

ეს იყო ფრიად ანტიმეცნიერულიოს თეზისი, რადგან ეს მეცნიერული ფაქტების უკმარისობას ეყრდნობოდა. “ფუნქციადაკარგული ორგანოები” სინამდვილეში იყო “ორგანოები გაურკვეველი ფუნქციით”. ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა ევოლუციონისტების მიერ შედგენილი ატროფირებულ ორგანოთა სიის თანდათანობითი შემცირება.

აი, როგორ აღიარებს ამ ფაქტს ს. რ. სკედლინგი ჟურნალ “Evolutionary Theory”-ში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით: “არის თუ არა ატროფირებული ორგანოები ევოლუციის დადასტურება?”:

სისულელე ატროფირებულ ორგანოებზე

“ბიოლოგიის სფეროში ჩვენი ცოდნის გაფართოებასთან ერთად, თანდათან იკლო ატროფირებულ ორგანოთა რაოდენობამ... თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ შეუძლებელია დადგენა, რომელი ორგანო წარმოადგენს ფუნქციამოკლებულს, ხოლო ატროფირებულ ორგანოებზე მსჯელობა ისედაც ანტიმეცნიერულია, მივედი შემდეგ დასკვნამდე – “ატროფირებული ორგანოები” არავითარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ.” 136

გერმანელი ანატომის რ. ვაიდერშეიმის 1895 წელს შედგენილი ატროფირებული ორგანოების სია, შეიცავდა დაახლოებით 100 სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის აპენდიქსსა და კუდუსუნს. თუმცა, მეცნიერების განვითარების კვალობაზე გამოირკვა, რომ ვაიდერშეიმის სიაში მოხვედრილ ყველა ორგანოს მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ აპენდიქსი, რომელიც ატროფირებულ ორგანოდ ითვლებოდა, ყოფილა ნაწილი ლიმფური სისტემისა, რომელიც ორგანიზმში შემოჭრილ მავნე მოკროორგანიზმებს ებრძვის. ეს ფაქტი 1997 წელს გამოცემულ ერთ-ერთ სამედიცინო წყაროში ასეა ხაზგასმული:

“ჩიყვის ჯირკვალი, ღვიძლი, ელენთა, აპენდიქსი და ძვლის ტვინი ლიმფატური სისტემის ცალკეული ნაწილების და ორგანიზმს ინფექციების დაძლევაში ეხმარება.” 137

დადგინდა, აგრეთვე, რომ ნუშისებრი ჯირკვლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ყელის ინფექციიდან დაცვაში, განსაკუთრებით, ადამიანის მომწიფებამდე. გარდა ამისა გამოირკვა, რომ კუდუსუნი ზოგიერთი ძვლის საყრდენია და მთელი რიგი პატარა კუნთისთვის მიმაგრების წერტილს წარმოადგენს. შემდგომ დადგინდა ფაქტების მთელი წყება: 1. ჩიყვის ჯირკვალი, რომელიც “ატროფირებულ ორგანოდ” ითვლებოდა, თურმე ორგანიზმის დაცვით სისტემას ააქტიურებს, მოჰყავს რა მოქმედებაში T –ლიმფოციტები; 2. ეპიფიზი მნიშვნელოვან ჰორმონებს გამოიმუშავებს; 3. ფარისებრი ჯირკვალი ბავშვების სრულფასოვან განვითარებას უზრუნველყოფს; 4. ჰიპოფიზი ბევრი ენდოკრინული ჯირკვლის სწორ ფუნქციონიებას აკონტროლებს.

ატროფირებულ ორგანოებზე მსჯელობისას, ევოლუციონსტებმა ერთი მნიშვნელოვანი ლოგიკური შეცდომა დაუშვეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევოლუციონისტების აზრით, ცოცხალ არსებებს ატროფირებული ორგანოები წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგოთ. თუმცა, ბევრი ატროფირებული ორგანო ჩვენს ეგრეთ წოდებულ წინაპრებს, საერთოდ არ ჰქონიათ! მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მაიმუნების ზოგიერთ სახეობას, რომლებსაც ევოლუციონისტები ადამიანის უახლოეს წინაპრად ასახელებდნენ, აპენდიქსი საერთოდ არ ჰქონიათ. ბიოლოგი, რომელიც ატროფირებული ორგანოების თეზისის წინააღმდეგ ილაშქრებს, ამ ლოგიკურ შეცდომას შემდეგნაირად აშუქებს:

“ადამიანებს აქვთ აპენდიქსი. ხოლო მათ ძველისძველ წინაპრებს – მაიმუნებს, ის არ გააჩნიათ. საინტერესოა, რომ აპენდიქსი უფრო დაბალი საფეხურის სახეობებში, ვთქვათ, ოპოსუმებშიც არის გამოვლენილი. როგორ შეუძლია ევოლუციის თეორიას ამის ახსნა?” 138

ერთი სიტყვით, ატროფირებულ ორგანოებისადმი მიძღვნილი სცენარი ერთი მხრიც ლოგიკურ შეცდომებს შეიცავს, ხოლო მეორე მხრივ, მცდარია წმინდა მწცნიერული თვალსაზრისით. ადამიანებს არა აქვთ არავითარი “მემკვიდრეობითი და შემდგომში ატროფირებული” ორგანოები. არა აქვთ, რადგან ისინი შემთხვევის წყალობით და სხვა ცოცხალი არსებებისგან კი არ წარმოშობილან, არამედ შეიქმნენ უნაკლო და განსაკუთრებული შემოქმედების შედეგად მათი დღევანდელი სახით.

ცოცხალი ორგანიზმების მსგავსება ევოლუციის თეორიის უტყუარობას ვერაფრით ამტკიცებს

არწივი, ფრთა ღამურა, ფრთა ფრენა, ფრთა

ცოცხალი არსებების სხვადასხვა სახეობის აგებულების მხრივ მსგავსება ბიოლოგიაში “ჰომოლოგიად” იწოდება. ევოლუციონისტები ცდილობენ, ეს მსგავსება ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ გამოიყენონ.

დარვინი ვარაუდობდა, რომ მსგავსი (ჰომოლოგიური) ორგანოების მქონე ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთთან ევოლუციურად არიან დაკავშირებულნი და ეს ორგანოები საერთო ისტორიული წინაპრისგან მიიღეს მემკვიდრეობით. ასე მაგალითად, მისი აზრით მტრედებსაც და არწივებსაც ფრთები აქვთ, მაშასადამე მტრედები, არწივები და საერთოდ, ყველა ფრთოსანი ერთი ისტორიული წინაპრიდან წარმოიშვნენ.

ამ დროს, ჰომოლოგია წარმოადგენდა ზედაპირულ ვარაუდს, რაც მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულ მსგავსებას ეყრდნობოდა. ეს მოსაზრება, დარვინის დროიდან მოყოლებული, არც ერთი მეცნიერული საბუთით არ გამყარებულა. დედამიწის არც ერთ გეოლოგიურ შრეში ცოცხალი არსებების გამოგონილი “წინაპრების” ნამარხი ნაშთები ჰომოლოგიური ორგანოებით არ აღმოჩენილა. გარდა ამისა:

  1. ჰომოლოგიური ორგანოების არსებობა სხვადასხვა კლასს მიკუთვნებულ ცოცხალ არსებებში, რომელთა შორის ევოლუციონისტებს არავითარი კავშირის პოვნა არ შეუძლიათ;
  2. სხვადასხვა ორგანიზმების ერთი და იგივე ჰომოლოგიურ ორგანოთა შორის აბსოლუტური განსხვავება;
  3. ჰომოლოგიური ორგანოების მქონე ცოცხალი არსებების ჩანასახოვანი განვითარების სტადიებში განსხვავება გვიჩვენებს, რომ ჰომოლოგია ევოლუციისთვის არანაირ საფუძველს არ წარმოადგენს.

მოდი, ეს პუნქტები ცალკ-ცალკე განვიხილოთ.

მსგავსი ორგანოების არსებობა სხვადასხვა კლასს მიკუთვნებულ ცოცხალ არსებებში

სახეობებს, რომელთა შორის ევოლუციონისტებს ვერავითარი ევოლუციური კავშირი ვერ აღმოუჩენიათ, ხშირად მსგავსი (ჰომოლოგიური) ორგანოები აქვთ. ასეთი ორგანოების მაგალითად ფრთები გამოდგება. ფრთები აქვთ ძუძუმწოვრებს (ღამურებს), ფრინველებს და მწერებს. გარდა ამისა, წინაისტორიული მფრინავი ქვეწარმავლების რამდენიმე სახეობაც არის ცნობილი.

მაგრამ ევოლუციონისტებსაც კი ვერ მოუხერხებიათ ამ ოთხ კლასს შორის ნათესაური კავშირების აღმოჩენა. მეორე მაგალითია საოცარი მსგავსება სხვადასხვა ცოცხალი არსებების თვალების სტრუქტურას შორის. მაგალითად, რვაფეხა და ადამიანი ცოცხალი ორგანიზმების ორი სრულიად განსხვავებული სახეობაა, რომელთა შორის არავითარი ევოლუციური კავშირი არ არსებობს. თუმცა, ამ ორი სახეობის თვალები აგებულებითა და ფუნქციით საოცრად ჰგავს ერთმანეთს. აქ ევოლუციონისტებსაც კი შერცხვებათ იმის მტკიცება, რომ ადამიანსა და რვაფეხას ჰყავდათ საერთო წინაპარი თვალის ანალოგიური სტრუქტურით. ეს და სხვა მსგავსი მაგალითები ამტკიცებს, რომ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც: “მსგავსი (ჰომოლოგიური) ორგანოების მქონე ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთთან ევოლუციურად არიან დაკავშირებულნი და ეს ორგანოები საერთო ისტორიული წინაპრისგან მიიღეს მემკვიდრეობით”, მეცნიერულად სრულიად დაუსაბუთებელია.

ყველაფერთან ერთად, ამ ორგანოების გამო ევოლუციური თეორია კიდევ ერთხელ ექცევა ყრუ ჩიხში. ცნობილი ეცოლუციონისტი ფრენკ სელისბერი, როცა საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ სრულიად განსხვავებულ არსებებს თითქმის ერთნაირი თვალები აქვთ, შემდეგ აღიარებამდე მიდის:

“ისეთი კომპლექსური ორგანოც კი, როგორიც თვალია, არსებების სხვადასხვა ჯგუფის ცალკ-ცალკე გაუჩნდა. მაგალითად რვაფეხას, ხერხემლიანებს და, აგრეთვე, ანთროპოიდებს (ადამიანისებრთ). იმ დროს, როცა მათი ერთდროულად წარმოშობის ახსნის მცდელობა ისედაც უამრავ თავსატეხს გვიჩენს, თანამედროვე სინთეზური თეორიის (ნეოდარვინიზმი) მოსაზრება მათი მრავალჯერადი ცალკეული წარმოქმნის შესახებ საერთოდ მატკიებს თავს.” 139

ჰომოლოგიის გენეტიკური და ემბრიოლოგიური ჩიხი

იმისთვის, რომ ევოლუციონისტთა მტკიცებულებებმა ჰომოლოგიის შესახებ სერიოზული სახე მიიღოს, პირველ რიგში აუცილებელია, რომ ცოცხალი ორგანიზმების მსგავსი (ჰომოლოგიური) ორგანოები კოდირებულ იყვნენ დნმ-ის მსგავსი (ჰომოლოგიური) შიფრებით. თუმცა, ეს ორგანოები ძირითადად დნმ-ის სრულიად განსხვავებული გენეტიკური კოდებით (შიფრებით) არიან წარმოდგენილი. ამასთან, სხვადასხვა ორგანიზმების დნმ-ის გენეტიკური ჰომოლოგიური კოდები სრულიად სხვადასხვა ორგანოებს შეესაბამება.

ავსტრალიელი ბიოქიმიკოსი, პროფესორი მაიკლ დენტონი თავის წიგნში “Evolution: A Theory in Crisis” ჰომოლოგიის ევოლუციონისტური განმარტების გენეტიკურ ჩიხს ასე განსაზღვრავს:

“ჰემოლოგიის ევოლუციურმა საფუძველმა კრახი განიცადა მაშინ, როცა გაირკვა, რომ სხვადასხვა არსებების მსგავსი სტრუქტურები სრულიად სხვადასხვა გენებით არის განპირობებული.” 140

გარდა ამისა, იმისთვის, რათა ევოლუციონისტების მოსაზრებებს მეცნიერული ელფერი მაინც დაჰკრავდეს, აუცილებელია ჰომოლოგიური ორგანოების ჩანასახოვანი განვითარების პერიოდულობა ერთმანეთის პარალელური იყოს. სინამდვილეში, ამ ორგანოების განვითარების პროცესი თვითეულ არსებაში სხვადასხვაგვარად იმიდინარეობს.

გამოკვლევებმა გენეტიკისა და ემბრიოლოგიის სფეროში გვაჩვენა, რომ ჰემოლოგია, რასაც დარვინი “ცოცხალი ორგანიზმების საერთო ისტორიული წინაპრიდან ევოლუციის” უეჭველ საბუთად სახავდა, სინამდვილეში ყოველგვარ მეცნიერულ ღირებულებას მოკლებულია. ასე და ამრიგად, მეცნიერებამ დარვინიზმის მორიგი თეზისი გააცამტვერა.

მოლეკულური ჰომოლოგიის მცდარობა

ორგანოების ჰომოლოგიის მსგავსად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება მოლეკულური ჰომოლოგიის შესახებ. ევოლუციონისტები ლაპარაკობენ სხვადასხვა სახეობის არსებათა დნმ-ისა თუ ცილის აგებულების მსგავსებაზე და ყოველივე ეს ამ არსებათა ერთმანეთისგან წარმოშობის დამამტკიცებელ არგუმენტად მოჰყავთ. მაგალითად, ევოლუციონისტურ გამოცემებში ძალიან ხშირად უსვამენ ხაზს “ადამიანისა და მაიმუნის დნმ-ების მსგავსებას” და ამით ადამიანისა და მაიმუნის ევოლუციურ კავშირს ასაბუთებენ.

ამის ყველაზე უფრო გავრცელებული მაგალითია ადამიანში 46, ხოლო მაიმუნში 48 ქრომოსომის არსებობაა. და ევოლუციონისტები ქრომოსომების რაოდენობაში პატარა განსხვავებას ევოლუციური კავშირის გამოვლინებად მიიჩნევენ. მაგრამ, მსგავსი ლოგიკა სინამდვილეს რომ ასახავდეს, ადამიანს უფრო ახლო ნათესავი უნდა ჰყავდეს – კარტოფილი! რადგან ქრომოსომების რაოდენობის მიხედვით, კარტოფილში ქრომოსომების რაოდენობა, გორილისა და შიმპანზესგან განსხვავებით ემთხვევა ადამიანის ქრომოსომების რაოდენობას. კარტოფილშიც ზუსტად 46 ქრომოსომაა! ეს ვითარება ცხადად გვიჩვენებს, რომ დნმ-ის აგებულების მსგავსება ევოლუციის დასამტკიცებლად არ ივარგებს.

გარდა ამისა, ერთმანეთის მსგავს არსებებს შორის უზარმაზარი მოლეკულური განსხვავებებიცაა. ასე მაგალითად, ციტოქრომ-ჩ-ს ცილა, რომელიც სუნთქვის პროცესისთვის აუცილებელია, ერთი და იგივე კლასის ცხოველებშიც კი სრულიად სხვადასხვა სტრუქტურით გამოირჩევა. ასეთი კრიტერიომის შედარების დროს ირკვევა, რომ ქვეწარმავალთა ორ სახეობას შორის განსხვავება გაცილებით დიდია, ვიდრე თევზსა და ფრინველს, ან თევზსა და ქვეწარმავალს შორის. სხვა გამოკვლევამ აჩვენა, სხვადასხვა სახეობის ფრინველთა მოლეკულურ აგებულებას შორის განსხვავება იგივე Fფრინველებსა და ძუძუმწოვრებს შორის განსხვავებას აღემატება. ასევე აღმოჩნდა, რომ ერთმანეთის მსგავსი ბაქტერიების მოლეკულურ სტრუქტურებში განსხვავება მეტია, ვიდრე ძუძუმწოვართა და რეპტილიათა, ან მწერებს შორის. 141 ანალოგიურად შეუდარეს ერთმანეთს მსგავსი არსებების ჰემოგლობინი, მიოგლობინი, ჰორმონები, გენები და იგივე შედეგი იქნა მიღებული. 142

პროფესორი მაიკლ დენტონი, ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს:

“მოლეკულურ დონეზე ცოცხალი არსების ყოველი სახეობა თავისებურია, სხვა სახეობებს არ ჰგავს და მათთან არაფრითაა დაკავშირებული. ამიტომაც მოლეკულებმა, ისევე, როგორც გაქვავებულმა ნაშთებმა, ბიოლოგ-ევოლუციონისტთა მიერ დიდხანს ძებნილი თეორიული შუალედური პერიოდების არარსებობა დაადასტურა... მოლეკულურ დონეზე არც ერთი ორგანიზმის მეორის “წინაპრად” არ გვევლინება. ის არ შეიძლება იყოს უფრო “პრიმიტიული” ან უფრო “სრულყოფილი”. ეს მოლეკულური მტკიცებულებანი ასი წლის წინ რომ არსებულიყო, მოსაზრება ორგანული ევოლუციის შესახებ არასდროს იქნებოდა სერიოზულად აღქმული.” 143

ევოლუციის თეორიას ემბრიონული საფუძველი არ გააჩნია

ჰეკელის ყალბი ნახატები

ერნსტ ჰეკელი, ვინც არ მოერიდა ფაქტების აშკარა გაყალბებასა, სამეცნიერო მონაცემების გაყალბებასა და არარსებული სქემებისა და ნახატების შედგენას თავისი “ემბრიოლოგიის ევოლუციური თეორიის” უტყუარობის დასამტკიცებლად.

თურქი ევოლუციონისტების დღევანდელ გამოცემებში სამეცნიერო ლიტერატურიდან საკმაო ხნის წინ ამოღებული “რეკაპიტულაციის” თეორია სამეცნიერო ფაქტად არის მიჩნეული. ტერმინი “რეკაპიტულაცია” მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ბიოლოგ-ევოლუციონისტ ერნსტ ჰეკელის მიერ წამოყენებული თეორიის სახელწოდების შემოკლებული ფორმაა. ეს თეორია კი გვამცნობს შემდეგს: ყოველი ინდივიდი თავისი ინდივიდუალური განვითარების პროცესში (ონტოგენეზში) მთელი თავისი სახეობის განვითარებას გზას (ფილოგენეზს) იმეორებს. ანუ, ცოცხალი არსებების ემბრიონები განვითარების პროცესში გადიან იგივე ევოლუციურ პროცესს, რომელიც ოდესღაც მის ეგრეთ წოდებულ “წინაპრებს” გაევლოთ. მაგალითად, ამტკიცებდნენ, რომ ადამიანის ემბრიონი საშვილოსნოში ყოფნისას ავლენს ჯერ თევზის, მერე ქვეწარმავლის ნიშანთვისებებს და მხოლოდ ამის მერე იქცევა ადამიანად.

უნდა ითქვას, რომ შემდგომ წლებში ცხადი გახდა, რომ ეს თეორია მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა. ეგრეთ წოდებული “ლაყუჩები”, რომლებიც თითქოს ადამიანის ემბრიონს განვითარების პირველ სტადიაში აღენიშნება, სხვა არაფერია, თუ არა საწყისი ფორმა შუა ყურის არხისა, პარაფარისებრი და ჩიყვის ჯირკვლებისა. თავის მხრივ, ემბრიონის ის ნაწილი, რომელიც ჰეკელმა და მისმა მიმდევრებმა “კუდად” მონათლეს, არის ხერხემლის ძვალი, რომელიც კუდს მხოლოდ იმიტომ ჰგავს, რომ ქვედა კიდურებზე ადრე ვითარდება.

ეს ფაქტები მთელი სამეცნიერო სამყაროსთვის არის ცნობილი. ამას ევოლუციონისტებიც აღიარებენ. ნეოდარვინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯ. გ. სიმფსონი წერს:

“ჰეკელმა ევოლუციურ განვითარებას არასწორი ფორმულა მოარგო. დღეს უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ემბრიონული განვითარება მის წარსულს არ ასახავს.” 144

ჟურნალ “American Scientist”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია:

“ბიოგენეტიკური კანონი (რეკაპიტულაციის კანონი) სრულიად გაბათილებულია. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში იგი სახელმძღვანელოებიდან ამოღებულია. არსებითად, ამ თემის განხილვა უკვე ოციან წლებში შეწყდა.” 145

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ერნსტ ჰეკელი მხოლოდ და მხოლოდ თაღლითია, რომელმაც თავისი თეორია “გაამყარა” ყალბი ილუსტრაციებით, რომლებსაც იგი ადამიანისა და თევზის ემბრიონების “მსგავსების” წარმოსაჩენად ხატავდა. როცა ეს ყველაფერი გამოაშკარავდა, ჰეკელმა თავის დასაცავად ვერაფერი იღონა, გარდა იმისა, რომ მსგავს ყალთაბანდობაში სხვა ევოლუციონისტებიც ამხილა:

ჰეკელის ყალბი ნახატები

ჰეკელის ყალბი ნახატები

დაბლა თქვენ ხედავთ ნახატს, რომლის საშუალებითაც ჰეკელი შეეცადა ადამიანისა და თევზის ემბრიონის მსგავსება დაემტკიცებინა. ამ ნახატის ნამდვილ ემბრიონთან შედარებისას გაირკვა, რომ იმ ორგანოების უმრავლესობა, რომელიც ადამიანის ნამდვილ ემბრიონს აქვს, ნახატზე განზრახ არ იყო ასახული.

(Francis Hitching, “The Neck of The Giraffe: Whers Darwin Went Wrong”, gv. 205)

“ჩადენილის აღიარების შემდეგ, თავს გასამართლებულ დამნაშავედ უნდა ვგრძნობდე. თუმცა, თავს ვიმშვიდებ იმით, რომ გვერდით მიდგას ასობით ჩვენი თანამებრძოლი – ცნობილი ბიოლოგი და სანდო დამკვირვებელი, რომელთა აღიარებულ სამეცნიერო ნაშრომებში, წიგნებსა თუ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებში უხვადაა ისეთივე ფალსიფიკაცია, როგორსაც მე მივმართე. მათში არც მონაცემების დამახინჯების ფაქტები, სქემატურად შედგენილი და წინასწარი განზრახვით არასწორად დახატული სურათებია იშვიათი.” 146

დიახ, მართლაც არსებობენ “სანდო დამკვირვებლები” და “ცნობილი ბიოლოგები”, რომელთა “ნაშრომები” სავსეა დოგმატური დასკვნებით, დამახიჯებებითა და ფალსიფიკაციით. ეს იმიტომ, რომ მათი მიზანი იყო და დღესაც არის, ნებისმიერი გზით გადაარჩინონ ევოლუციის თეორია, რომლის სასარგებლოდ არც ერთი მეცნიერული ფაქტი არ მეტყველებს.

literatura

128.Loren Eiseley, The Immense Journey, 1958, gv. 186

129.Charles Darwin, The Origin of Species: A Facsimile of the First Edition, Harvard University Press, 1964, gv. 148

130.Norman Macbeth, Darwin Retried: An Appeal to Reason. Harvard Common Press, New York, 1971, gv. 33

131.Norman Macbeth, Darwin Retried: An Appeal to Reason. Harvard Common Press, New York, 1971, gv. 36

132.Loren Eiseley, The Immense Journey, 1958, gv. 227

133.Stuart B.Levy, Scientific American, 1998 wlis marti, gv. 35

134.Medicalk Tribune, 1988 wlis 29 dekemberi, gv. 1, 23

135. Francisco J.Ayala, "The Mechanisms of Evolution", Scientific American, tomi 239, 1978 wlis seqtemberi, gv. 64

136.S.R. Scadding, "Do Vestigial Organs's...", Evolutionary Theory, tomi 5, 1981 wlis maisi, gv. 173

137.The Merck Manual of Medical Information, Home edition, New Jerey, 1997

138.H.Enoch, Creation and Evolution, New York, 1966, gv. 18, 19

139.Frank Salisbury, "Doublts about The Modern Syntetic Theory of Evolution", American Biology Teacher, 1971 wlis seqtemberi, gv. 338

140.Michael Denton, Evolution: A Theory in Crisis, London: Burnett Books, 1985, gv. 145

141.W.R. Bird, The Origin of Species Revislted., Nashville, 1991, gv. 98,99. Percival Davis, Dean Kenyon, Of Pandas and People, 1990, gv. 35-38

142.W.R. Bird, The Origin of Species Revislted., Nashville, 1991, gv. 98,99. 100-102

143.Michael Denton, Evolution: A Theory in Crisis, London: Burnett Books, 1985, gv. 290, 291

144.G.G. Simpson, W. Beck, In Intrudiction to Biology, New York, 1965, gv. 241

145.Keith S.Thompson, "Ontogeny and...", Scientific American, tomi 76, 1988 wlis maisi-ivnisi, gv. 273

146.Francis Hitching, The Neck of Giraffe: Where Darwin Went Wrong, New York: Ticknor and Fielde, 1982, gv. 204

გააზიარეთ
logo
logo
logo
logo
ჩამოტვირთვები
pdf
doc
pdf
თავები